+995 595 150 500

Tbilisi, Georgia Merab Kostava I Turn, #33

კომპანია “Five Points” ჩამოყალიბდა 2016 წელს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ. კომპანიის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სარემონტო სამუშაოების წარმოება, ბინების და კომერციული ფართების რემოტნი, არქიტექტურული პროექტების შექმნა, მშენებლობოს პროცესების დაგეგმარება და მართვა.

ამ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში კომპანიამ “Five Points” წარმატებით განახორციელა სხვადასხვა სახის პროექტები როგორც შიდა ასევე გარე სამუშაოების შესრულებით. ჩვენ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა მსხვილ ადგილობრივ კომპანიებთან, მეწარმეებთან და იმპორტიორებთან, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვირჩეოდეთ ბაზარზე მაღალი კონკურენტუნარიანობით და ამავდროულად მომხმარებელს შევთავაზოთ პრემიუმ ხარისხი და საუკეთესო პირობები.

კომპანია „Five Points ” დაკომპლექტებულია სამშენებლო სფეროში ხანგრძლივი გამოცდილების მქონე პროფესიონალი კადრებით. ჩვენი მომსახურება მოიცავს როგორც სამშენებლო მასალების რეალიზაციას და სამშენებლო სამუშაოების წარმოებას, ასევე მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულ ჯაჭვს: არქიტექტურული პროექტების შექმნა, მშენებლობოს პროცესების დაგეგმარება და მართვა, მასალათა მოძრაობის უზრუნველყოფა მშენებლობის ეფექტური წარმართვისათვის, მოსაპირკეთებელი და სარემონტო სამუშაოები.